რეზონანსი
17.10.2026

პარტიის დღევანდელ შეხვედრაზე არანაირ საკადრო ცვლილებაზე საუბარი არ ყოფილა, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მის შესაძლო გადადგომასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად.

ირაკლი კობახიძის თქმით, ერთადერთი საკადრო საკითხი, რომელიც დღეს განიხილეს, პოლიტსაბჭოს გაფართოებას ეხებოდა.

„სამთვიანი ციკლებით ატრიალებენ ხოლმე ამ თემას. მერამდენე სამი თვე გავიდა, არ ვიცი. ხელოვნურად ქმნიან დღის წესრიგს. ერთადერთი საკადრო საკითხი იყო დღეს განხილული, პოლიტსაბჭო გაფართოვდა ორი წევრით. სხვა არცერთი საკადრო საკითხი არ განხილულა“, - განაცხადა კობახიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×