რეზონანსი
17.10.2026

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, პარტიის პოლიტსაბჭოს ორი ახალი წევრი დაემატა.

როგორც მთავრობის მეთაურმა „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოსა და საპარლამენტო უმრავლესობის სხდომების შემდეგ განაცხადა, პოლიტსაბჭოს შემადგენლობას დაემატებიან ირაკლი კირცხალია და ზურაბ პატარაძე.

„პარტიის პოლიტსაბჭოს წესდებით, ჩვენ გვაქვს პარტიის პოლიტსაბჭოს გაფართოების საშუალება. მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ბატონი ირაკლი კირცხალიას და ზურაბ პატარაძის შემადგენლობაში შეყვანის თაობაზე“, - განაცხადა კობახიძემ.

შეგახსენებთ, პოლიტსაბჭოსა და საპარლამენტო უმრავლესობის სხდომები დღეს გაიმართა. ორივე სხდომაში მონაწილეობდა პარტიის საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×