რეზონანსი
17.10.2026

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს. სხდომას „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ესწრება.

პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ გაიმართება საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაც. ამასთან, როგორც პარტიის თავმჯდომარემ და პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ 16 ოქტომბერს განაცხადა, დღევანდელ შეკრებაზე  არ იქნება რაიმე განსაკუთრებული, სპეციფიკური საკითხი და სიურპრიზი.

„განიხილება მიმდინარე საკითხები. ეს იქნება, როგორც პოლიტსაბჭოს, ასევე საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრა. ამ შეხვედრების შემდეგ საზოგადოებას წარვუდგენთ დეტალურ ინფორმაციას განხილულ საკითხებთან დაკავშირებით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×