რეზონანსი
17.10.2026

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს.  ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, დაკავებული ბელგიის სამეფოს სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე, თაღლითობის ბრალდებით იძებნებოდა.

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ძებნილი პირი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში იმ დროს დააკავეს, როდესაც ის საქართველოს საზღვრის გადმოკვეთას ცდილობდა.

ამჟამად, დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×