რეზონანსი
16.10.2026

ჯგუფურად განხორციელებული ძალადობის ბრალდებით დაკავებული ვატო ყიფიანის, ავთანდილ ბილანიშვილის, იგივე „კაწროს“ და შოთა ყიფიანის აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს. პროკურატურამ მათ ბრალი უკვე ოფიციალურად წარუდგინა.

უწყების ცნობით, ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 14 ოქტომბერს, თბილისში, ერთ-ერთ რესტორანში, ვატო ყიფიანი, ავთანდილ ბილანიშვილი და შოთა ყიფიანი ფიზიკურად გაუსწორდნენ დაზარალებულს, რომელმაც ფიზიკური ტკივილი განიცადა. ️დაკავებულებს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 2 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი ვატო ყიფიანი და ავთანდილ ბილანიშვილი გუშინ დააკავეს. მათი გვარები წარსულში არაერთხელ ფიგურირებდა გახმაურებულ კრიმინალურ საქმეებში.

„კურიერი“ მომხდართან დაკავშირებით იმ რესტორანში იმყოფებოდა, სადაც ინციდენტი მოხდა, თუმცა თანამშრომლები ამბობენ, რომ მომხდარზე ინფორმაციას არ ფლობენ.

„პოლიცია იყო, შეამოწმეს კამერები, მეტი არაფერი ვიცი. რა წაიღეს, არ ვიცი“, - განუცხადა „კურიერს“ რესტორნის თანამშრომელმა.

წყარო: „რუსთავი 2“

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×