რეზონანსი
16.10.2026

დელეგაციას თურქეთის ეროვნული პოლიციის უფროსის მოადგილემ, სელჩუკ დოღუშმა უმასპინძლა. ვიზიტის ფარგლებში გაიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელთა ერთობლივი კომისიის რიგით მეთერთმეტე შეხვედრა. კომისია "საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის შესახებ" 1994 წლის შეთანხმების საფუძველზე, მონაცვლეობით საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკაში იკრიბება.

მხარეებმა სამართალდაცვით სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები, ასევე მიმდინარე და დაგეგმილი ერთობლივი ღონისძიებები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას.

შეხვედრის დასასრულს მხარეებმა გამოთქვეს მზაობა, გააგრძელონ აქტიური თანამშრომლობა და ერთობლივი ძალისხმევით ხელი შეუწყონ არსებული პარტნიორობის შემდგომ გაღრმავებას.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის, აჭარის პოლიციის დეპარტამენტისა და სასაზღვრო პოლიციის ხელმძღვანელი პირები. შეხვედრას ასევე ესწრებოდა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის წარმომადგენელი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×