რეზონანსი
16.10.2026

ახმეტის მუნიციპალიტეტში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ერთი ადამიანი მძიმედ დაშავდა.

შემთხვევა სოფელ მატანში მოხდა.

ადგილობრივების ინფორმაციით, სოფლის შესასვლელში ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილები შეეჯახნენ.

შეჯახების შედეგად მძიმედ დაშავდა ორი მგზავრი, რომელიც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა.

ექიმების განმარტებით, ერთი დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა რთულია.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფი და პოლიცია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×