რეზონანსი
15.10.2026

17 ოქტომბერს, 14:00 საათზე, „ქართულ ოცნების“ უმრავლესობის სხდომა ჩაინიშნა. „ქართული ოცნების“ დეპუტატი, ლევან მაჭავარიანი აღნიშნავს, რომ სხდომას პარტიის საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც დაესწრება.

დეპუტატის თქმით, უმრავლესობის სხდომაზე ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს განიხილავენ, მათ შორის, პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებულ საკითხს.

„ჩვენ უნდა მიმოვიხილოთ, ზოგადად, ქვეყანაში და ქვეყნის გარეთ მიმდინარე მოვლენები. ასეთი ტიპის სამუშაო შეხვედრა ძალიან კარგია, მით უმეტეს, საპატიო თავმჯდომარე ესწრება ამ სხდომას. ყველა მიმდინარე საკითხი უნდა მიმოვიხილოთ, მათ შორის, პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებული სარჩელი. ცვლილებებთან დაკავშირებით არაფერი,“ - განაცხადა მაჭავარიანმა „ტვ პირველთან“.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×