რეზონანსი
15.10.2026

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას ინფორმაციით, ოპოზიციური პარტიების აკრძალვის თაობაზე მომზადებული საკონსტიტუციო სარჩელის განხილვას საკონსტიტუციო სასამართლოში დაესწრება და საკუთარი პარტიის პოზიციას წარმოადგენს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.

„ვიქნებით ბათუმში, ვიქნებით სასამართლო დარბაზში, სასამართლოს წინ, ვიქნებით თბილისის ქუჩებში, ყველგან, სადაც მივწვდებით „ქართულ ოცნებას“. ვიღაც წარმოადგენს საკუთარი პარტიის პოზიციას, ვიღაც არა. მე გეუბნებით ჩემი სახელით, რომ ვიქნებით. დანარჩენების სახელით ვერ გეტყვით“,- განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ცნობისთვის, ოპოზიციური პარტიების აკრძალვის თაობაზე მომზადებული საკონსტიტუციო სარჩელის განხილვის პროცესი 21 ოქტომბრიდან იწყება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×