რეზონანსი
15.10.2026

ის სქელყდიანი წიგნი, რომელიც საგამოძიებო კომისიის დასრულების შემდეგ გამოქვეყნდა და იხილა ჩვენმა საზოგადოებამ, მისი შინაარსი ნამდვილად არ გვაძლევდა უფლებას, რომ ეს ნაბიჯი არ გადაგვედგა, - განაცხადა ზვიად შალამბერიძემ პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელზე საუბრისას. საპარლამენტო უმრავლესობის წევრის თქმით, მხარეებმა სარჩელთან დაკავშირებით სპეკულაციებისგან თავი უნდა შეიკავონ.

„ჯერი არის საკონსტიტუციო სასამართლოზე და უნდა დაველოდოთ ყველა ერთად, რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო. სხვადასხვა მხრიდან ზედმეტი სპეკულაციები სარჩელზე აბსოლუტურად მიუღებელი და თითიდან გამოწოვილია. უნდა გადაწყვიტონ - ჩაერთვებიან ამ ყველაფერში თუ არა, მაგრამ მე წარმოდგენა არ მაქვს, როგორც უნდა იმართლოს თავი „ნაციონალურმა მოძრაობამ“ იმ ფაქტებიდან გამომდინარე, რაც ამ სარჩელში ჩვენი მხრიდან არის მოყვანილი“, - აცხადებს შალამბერიძე.

სასამართლო განხილვები სარჩელთან დაკავშირებით, რომლითაც მმართველი გუნდი „ნაციონალური მოძრაობის" და კიდევ 4 პარტიის აკრძალვას ითხოვს, მომავალ კვირას იწყება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×