რეზონანსი
14.10.2026

"ის, რაც დღეს საქართველოში ხდება, რუსული ჰიბრიდული ომია" - ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" ლიდერი, გიორგი გახარია სოციალურ ქსელში წერს.

X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში, გახარია საერთაშორისო პარტნიორებს მოუწოდებს, მეტი სიფხიზლით დააკვირდნენ პროცესებს. 

დასავლელი პარტნიორების მხრიდან ამ საფრთხის არასათანადოდ შეფასება ისეთივე საბედისწერო შეცდომა იქნება, როგორიც იყო არაადეკვატური რეაგირება 2008 წლის ომზე საქართველოში — რამაც ტრაგიკულად განაპირობა ყირიმის მოვლენები 2014 წელს და უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა 2022 წელს.

თუ რუსეთი საქართველოში ამ ჰიბრიდულ ომს მოიგებს, შედეგები მხოლოდ ამით არ შემოიფარგლება; შემდეგი სამიზნე ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები და აღმოსავლეთ ევროპა იქნება.

არ გაიმეოროთ იგივე შეცდომა", - წერს გიორგი გახარია. 

ცნობისთვის, საკონსტიტუციო სასამართლო „ქართული ოცნების“ სარჩელის განხილვას იწყებს, რომელიც ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების აკრძალვას ითვალისწინებს. სასამართლო სხდომები ბათუმში, 21, 22 და 23 ოქტომბერს, ზედიზედ არის ჩანიშნული. განხილვის დაჩქარებული გრაფიკი ევროკავშირის მხრიდან მწვავე კრიტიკას მოჰყვა. 

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×