
საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი არაბთა გაერთიანებულ საამიროებს ეწვია, სადაც მონაწილეობს კონფერენციაში "Raisina Middle East".
მაკა ბოჭორიშვილმა მონაწილეობა მიიღო პანელურ დისკუსიაში თემაზე: "მდგრადობა, პარტნიორობა და მომავლის გზა: ყურის რეგიონის სტრატეგიული მომავალი." ასევე, დაგეგმილია საგარეო საქმეთა მინისტრის ორმხრივი შეხვედრები.
ღონისძიებაზე მსოფლიო ლიდერები, დიპლომატები და აკადემიური წრეების წარმომადგენლები განიხილავენ რეგიონული და საერთაშორისო მნიშვნელობის აქტუალურ საკითხებს, მათ შორის, გლობალური უსაფრთხოების გამოწვევებს, ეკონომიკურ ტენდენციებსა და ამ მიმართულებებით თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებს.
"Raisina Middle East" არაბთა გაერთიანებული საამიროებისა და ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტროების და ანალიტიკური კვლევითი ორგანიზაციის - Observer Research Foundation-ის ორგანიზებით იმართება.