რეზონანსი
14.10.2026

"ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ დამ­ფუძ­ნებ­ლი­სა და სა­პა­ტიო თავ­მჯდო­მა­რის, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის და მისი ოჯა­ხის მიერ და­ფუძ­ნე­ბუ­ლი ფონ­დი „ქარ­თუ“ აგ­რძე­ლებს საქ­ველ­მოქ­მე­დო პრო­ექტს, რომ­ლის მი­ზა­ნია გა­და­შე­ნე­ბის პი­რას მყო­ფი ვე­ლუ­რი ფრინ­ვე­ლე­ბის მო­შე­ნე­ბა და მათი ვე­ლურ ბუ­ნე­ბა­ში პო­პუ­ლა­ცია - ინ­ფორ­მა­ცია ამის შე­სა­ხებ "ფე­ის­ბუქ­ში" პარ­ტი­ის გვერ­დზე გა­მოქ­ვეყ­ნდა.

მა­თი­ვე ცნო­ბით, ფონ­დის და­ფი­ნან­სე­ბით, სა­ჩხე­რე­ში ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს უნი­კა­ლუ­რი სა­შე­ნი მე­ურ­ნე­ო­ბა, სა­დაც გა­და­შე­ნე­ბის პი­რას მყოფ ვე­ლურ ფრინ­ვე­ლებს, კოლ­ხურ ხო­ხობს, გნოლ­სა და კა­კაბს ვე­ლურ ბუ­ნე­ბა­ში გა­საშ­ვე­ბად ზრდი­ან და ამ­ზა­დე­ბენ.

ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი­სა და მისი ოჯა­ხის საქ­ველ­მოქ­მე­დო პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში, კოლ­ხუ­რი ხო­ხო­ბი, გნო­ლი და კა­კა­ბი მთაწ­მინ­დის ტყე­ში გა­უშ­ვეს მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის სა­პა­ტიო თავ­მჯდო­მა­რის მე­უღ­ლემ, ეკა­ტე­რი­ნა ხვე­დე­ლი­ძემ, ბერა ივა­ნიშ­ვი­ლის მე­უღ­ლემ, ნა­ნუ­კა გუ­და­ვა­ძემ და შვი­ლებ­მა - ბე­რუ­კა და დადუ ივა­ნიშ­ვი­ლებ­მა.

"ინი­ცი­ა­ტი­ვის მი­ზა­ნია უნი­კა­ლუ­რი ჯი­შის ფრინ­ვე­ლე­ბის ბუ­ნებ­რივ გა­რე­მო­ში დაბ­რუ­ნე­ბა, გამ­რავ­ლე­ბის ხელ­შე­წყო­ბა, მთაწ­მინ­დის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე პო­პუ­ლა­ცი­ის ეტა­პობ­რი­ვი აღ­დგე­ნა და გავ­რცე­ლე­ბა. კოლ­ხუ­რი ხო­ხო­ბი, გნო­ლი და კა­კა­ბი აღ­ნიშ­ნულ ტყე­ში გა­და­შე­ნე­ბის პი­რა­საა, მათი ხე­ლა­ხა­ლი გაშ­ვე­ბა კი ბუ­ნებ­რი­ვი ეკო­სის­ტე­მის აღ­დგე­ნი­სა და ბი­ომ­რა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის­კენ გა­დად­გმუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­ბი­ჯია", - აღ­ნიშ­ნუ­ლია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×