
პოლიცია ამ დრომდე ეძებს 41 წლის კაცს, ვინც ზუგდიდის რაიონის სოფელ ალერტკარში მეზობელი მამა-შვილი დაჭრა.
წინასწარი ინფორმაციით, ვალტერ როგავამ რომელიც ძებნაში იყო, მეზობელი მამა-შვილი დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრილია შადიმან როგავა, მისი შვილს, ზამი როგავას კი დანით კიყენებული ჭრილობები აღენიშნება.
დაჭრილი ქალი ვიდრე მას კლინიკაში გადაიყვანდნენ, ჰყვებოდა, რომ შეიარაღებული კაცი სახლში შეუვარდა და იარაღიდან რამდენჯერმე გაისროლა.
"ჯერ მამაჩემის მისამართით გაისროლა, როცა მე ვეცი, თოფის წართმევა მოვახერხე და გადავუგდე. დანა ამოიღო და დამარტყა, მერე კი გაიქცა.
ახლა დაჭრილი ვარ, სასწრაფო დახმარების მანქანიდან გირეკავთ… აი, ეს მოსდევს იმას, რომ ძებნილი ამდენს ხანს არ დააკავეს, არადა ყველამ იცოდა მისი ადგილსამყოფელი"-, უთხრა დაჭრილმა ქალმა მოქალაქეს, რომელიც ამ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ავრცელებს.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრიში აცხადებენ, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლით, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს, მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები.
წყარო: tvpirveli.ge