რეზონანსი
14.10.2026

თურ­ქე­თის აე­რო­პორ­ტში და­ა­კა­ვეს ზუ­რაბ "გირ­ჩი“ ჯა­ფა­რი­ძე. ინფორმაცია თავდაპირველად ევროპული ლიბერალური პარტიების გაერთიანება "ალდემ " გაავრცელა და დაწერა, რომ ზურაბ ჯაფარიძეს ჩამოართვეს პასპორტი, მოათავსეს საკანში და ხვალ საქართველოში დააბრუნებენ.

რამდენიმე წუთის წინ დაკავების შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა ზურაბ გირჩი ჯაფარიძემაც. ის აცხადებს, რომ ბრიუსელში მიემგზავრებოდა და თურქეთში ავიაკომპანიის გამოცვლა უწევდა, საზღვარზე კი დააკავეს.

"როგორც მიხსნიან 2025 წლის ნოემბრიდან ბანი მადევს თურქეთში შესვლაზე. რაღაც ინფორმაცია აქვთ მიღებული ჩემზე საქართველოს ოფოციალური სტრუქტურებიდან.

ხვალ დილით მაბრუნებენ თბილისში" - დაწერა გირჩი ჯაფარიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×