რეზონანსი
14.10.2026

საკონსტიტუციო სასამართლო ოპოზიციური პარტიების აკრძალვის თაობაზე მომზადებული სარჩელის განხილვას 21 ოქტომბრიდან დაიწყებს. პროცესები საკონსტიტუციო სასამართლოში რამდენიმე დღე გაგრძელდება.

საქმეს პლენუმი, შვიდი მოსამართლის შემადგენლობით განიხილავს. „ქართული ოცნება“ ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვას ითხოვს. ახალი სარჩელი პარლამენტის 88-ა წევრმა საკონსტიტუციო სასამართლოში სექტემბერში შეიტანა.

პარლამენტის ფრაქცია „საქართველოსთვის“ წევრის, გიორგი შარაშიძის თქმით, ამ პროცესით მათთვის არც მოულოდნელი მომხდარა რამე და არც განსაკუთრებული.

„კარგია, რომ ქალბატონმა მანანა კობახიძემ არ ისურვა ამ პროცესის ნაწილი ყოფილიყო. უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტა ფაქტობრივად პირდაპირი დასტურია იმისა, რომ გადაწყვეტილება უკვე არის მიღებული. რაც შეეხება ჩვენს პოლიტიკურ ძალას, ახლა ამით ჩვენთვის არც მოულოდნელი მომხდარა რამე და ეს რაღაც არაფერ განსაკუთრებულს ჩვენთვის არ ნიშნავს“, - განაცხადა გიორგი შარაშიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×