რეზონანსი
13.10.2026

პენიტენციური სისტემის ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე, აგორებულ დეზინფორმაციულ კამპანიასა და მასთან გამკლავებაზე ისაუბრა პოდკასტში „კონტრასტი" პენიტენციური სამსახურის გენერალურმა დირექტორმა გიორგი პატარიძემ.

მისივე თქმით, დღეს პენიტენციურ სისტემა საკმაოდ მყარად დგას და ბრალდებებთან გამკლავება მარტივად შეუძლია.

„მაღალტექნოლოგიური აპარატურით ვართ აღჭურვილი. პენიტენციურ სამსახურში ცალკე დანაყოფიც კი არსებობს, რომელიც, პრაქტიკულად, 24 საათის განმავლობაში უწევს მონიტორინგს თითოეულ მსჯავრდებულს. ნებისმიერი საეჭვო ფაქტის ან ინციდენტის დადგომის შემთხვევაში მყისიერად ხდება ჯერ შესაბამისი დანაყოფის ხელმძღვანელის, შემდეგ კი სტრუქტურის შესაბამისად ყველა ხელმძღვანელი პირის ინფორმირება და რეაგირებაც არ დააყოვნებს, თუკი მსგავსი ფაქტი დაფიქსირდება. ამიტომ ამ მიმართულებით ჩვენ საკმაოდ მყარად ვდგავართ და გამკლავება ამ ბრალდებებთან ჩვენთვის, პენიტენციური სამსახურისთვის, საკმაოდ მარტივია", - განაცხადა გიორგი პატარიძემ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×