რეზონანსი
13.10.2026

დიდუბეში, კოსმონავტების სანაპიროს N45ბ-ს მიმდებარედ საზოგადოებრივი სივრცე ეწყობა.

როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ტერიტორიაზე მოეწყობა საფეხმავლო ბილიკები, განათების სისტემა, გამწვანებული ზონები და განთავსდება საპარკო ინვენტარი.

„პროექტი ასევე ითვალისწინებს 20-მდე ავტომობილზე გათვლილი საპარკინგე სივრცის მოწყობას, რაც ადგილობრივ მოსახლეობასთან კონსულტაციის შედეგად გადაწყდა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×