რეზონანსი
13.10.2026

გვარამიამ, რაც არ უნდა დამაჯერებელი სახით აკეთოს ცრუ პროგნოზები, ამას საზოგადოება უკვე აღარ იჯერებს, - განაცხადა „ქართული ოცნების“ წევრმა ზვიად შალამბერიძემ ნიკა გვარამიას განცხადების შეფასებისას, რომელიც ჯერ კიდევ სექტემბერში საკუთარ მხარდამჭერებს აიმედებდა, რომ ოქტომბერში საქართველოს პრემიერ-მინისტრი შეიცვლებოდა და ამის წინაპირობა ევროპული საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იქნებოდა.

შალამბერიძე დარწმუნებულია, რომ ოპოზიციას კოვზი ნაცარში კიდევ ბევრჯერ ჩაუვარდება.

„დამერწმუნეთ, კიდევ ბევრჯერ ჩაუვარდება კოვზი ნაცარში, იმიტომ, რომ ასეთი განცხადებები ემსახურება მხოლოდ ხანმოკლე დესტრუქციას, რომლის შექმნასაც ისიც ცდილობენ საკუთარი გარე პატრონების მეშვეობით. საინტერესოა ის, რომ მან გააკეთა მთავრობის დაშლაზე პროგნოზი და საკუთარი პარტია დაეშალა“, - აღნიშნა შალამბერიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×