რეზონანსი
13.10.2026

მცირე ნამუსიც რომ გააჩნდეს ამ აგენტურულ ოპოზიციას ქართულ პოლიტიკაში საკუთარ თავს თვითონვე უნდა კრძალავდეს, - განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმანიკა გვარამიას განცხადების შეფასებისას, რომელიც ჯერ კიდევ სექტემბერში საკუთარ მხარდამჭერებს აიმედებდა, რომ ოქტომბერში საქართველოს პრემიერ-მინისტრი შეიცვლებოდა და ამის წინაპირობა ევროპული საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იქნებოდა.

მისივე თქმით, აგენტურული ოპოზიცია იმდენად განაგურებულია, რომ ყველას ერთად წევრი უფრო მეტი ჰყავს ვიდრე მხარდამჭერი.

„ასეთი განადგურების მიუხედავად ისინი გარეთ ეძებენ გზებს, რომ საქართველო დააზიანონ, მაგრამ ფაქტია, რომ სანამ გვარამია მოთქვამს ჰერჩინსკი გულანთებით ცეკვავს. ასე გააგრძელონ ერთმაც და მეორემაც. საქართველოს წინსვლას და განვითარებას ისინი ხელს ვერასდროს ვეღარ შეუშლიან“, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×