
10 სექტემბერს, თბილისში, ხუდადოვის ქუჩაზე მოკლული 17 წლის დავით ნარიმანიძის დედამ, ეკა მხატვრიშვილმა ტრაგედიის დღე გაიხსენა და აღნიშნა, რომ ბრალდებული მხოლოდ იმის გამო დაესხა თავს, რომ სუფრაზე ფეხზე არ ადგა.
„ეს თავისთვის იჯდა და შარი მოსდო, რატომ არ დგები ფეხზეო, პირდაპირ დაარტყა სასიკვდილოდ“ - განაცხადა „ნანუკა ჟორჟოლიანის შოუში“ ეკა მხატვრიშვილმა.
როგორც მოკლული ბიჭის დედა ჰყვება, გარდაცვლილის უფროსმა ძმამ, ლუკამ მომხდარის შესახებ მხოლოდ პოლიციის განყოფილებაში გაიგო, სადაც ის გამოკითხვაზე იყო გადაყვანილი.
„ამ სუფრის წევრებმა ჩემს [უფროს] შვილს ლუკას სთხოვეს, სახლებამდე წაეყვანა, მარტო ის იყო ფხიზელი… თავისი ძმა რომ ავიდა უკვე ეს ამბავი მომხდარი იყო…
ლუკამ [თქვა] რომ გავაჩერე მანქანა, ეგრევე პიკაპი მომიდგაო და ანუ შენც ხომ ამ სუფრის წევრი ხარო, გადაუყვანიათ პოლიციაში… თურმე სულ თავის ძმას კითხულობს, სად არის დათო, სად არის დათოო. იქ გაიგო.
ეს მკვლელიც რომ შესულა, უკვე აყვანილი პოლიციაში, იქ ნახა პირველად… ლუკა მიხვდა, რომ ეს ყოფილა მკვლელი“, - განაცხადა ეკა მხატვრიშვილმა.
ფორტუნა