რეზონანსი
12.10.2026

 ორ­შა­ბათს დი­ლით, მარ­სე­ლი­დან 11 მი­ლის და­შო­რე­ბით მდე­ბა­რე ქა­ლაქ ობა­ნის Lakanal-ის სა­შუ­ა­ლო სკო­ლა­ში 14 წლის მოს­წავ­ლე სა­ნა­დი­რო თო­ფით შე­ვი­და, რო­მე­ლიც გი­ტა­რის შა­ლი­თა­ში ჰქონ­და და­მა­ლუ­ლი.

მარ­სე­ლის პრო­კუ­რორ ნი­კო­ლა ბე­სო­ნის გან­ცხა­დე­ბით, მო­ზარ­დმა პირ­ველ სარ­თულ­ზე 53 წლის სკო­ლის დი­რექ­ტორს (რო­მელ­საც ტყვია ფეხ­სა და წელ­ში მოხ­ვდა) და 37 წლის მას­წავ­ლე­ბელს (რო­მელ­საც და­ზი­ა­ნე­ბა ბარ­ძა­ყის არე­ში აღე­ნიშ­ნე­ბა) ეს­რო­ლა. მსუ­ბუ­ქი და­ზი­ა­ნე­ბა მი­ი­ღო მე­სა­მე პირ­მაც.

ამის შემ­დეგ შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი მო­ზარ­დი მე­ო­რე სარ­თულ­ზე ავი­და, სა­დაც კი­დევ ორ­ჯერ გა­ის­რო­ლა - ერთხელ ია­ტა­კის მი­მარ­თუ­ლე­ბით, ხოლო მე­ო­რედ მოს­წავ­ლე­ე­ბით სავ­სე საკ­ლა­სო ოთახ­ში, სა­დაც ტყვია და­ფას მოხ­ვდა. სა­ბედ­ნი­ე­როდ, საკ­ლა­სო ოთახ­ში მყო­ფი ბავ­შვე­ბი და პე­და­გო­გი ფი­ზი­კუ­რად არ და­შა­ვე­ბუ­ლან.

სკო­ლის დე­რე­ფან­ში მყოფ­მა თა­ნამ­შრო­მელ­მა მო­ზარ­დის შე­ჩე­რე­ბა შეძ­ლო, რის შემ­დე­გაც იგი პო­ლი­ცი­ას გა­დას­ცეს. ქა­ლაქ ობა­ნის მე­რის, ჟან-პიერ სკი­ლა­რის ცნო­ბით, მოს­წავ­ლე­ე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბა და­უ­ყოვ­ნებ­ლივ იქნა უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი და მათ­თვის ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი დახ­მა­რე­ბის გა­წე­ვა და­ი­წყო.

რო­გორც თვითმხილ­ვე­ლი მოს­წავ­ლე­ე­ბი აცხა­დე­ბენ, გან­გა­შის სიგ­ნა­ლის ჩარ­თვის შემ­დეგ დე­რე­ფან­ში გა­მოს­ვლი­სას ისი­ნი შე­ი­ა­რა­ღე­ბულ თა­ნას­კო­ლელს პი­რის­პირ შე­ე­ჩეხ­ნენ, რო­მე­ლიც მათ­კენ თო­ფით მო­ე­მარ­თე­ბო­და და ია­ტაკ­ზე ის­რო­და.

პრო­კუ­რა­ტუ­რამ გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბის მუხ­ლით გა­მო­ძი­ე­ბა უკვე და­ი­წყო. პო­ლი­ცი­ის ცნო­ბით, შემ­თხვე­ვა არ უკავ­შირ­დე­ბა ქვე­ყა­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ებს. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ოჯა­ხის სახ­ლის ჩხრე­კი­სას ია­რა­ღის აღ­მო­ჩე­ნის შემ­დეგ და­კა­ვე­ბუ­ლის მა­მაც და­ა­კა­ვეს.

მომ­ხდა­რი ინ­ცი­დენ­ტის გამო სკო­ლა ერთი დღით და­ი­ხუ­რა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×