რეზონანსი
12.10.2026

ჩემთვის დიდი პატივია საქართველოში პირველი ოფიციალური ვიზიტით მყოფი ვიეტნამის ვიცე-პრეზიდენტის,  ვო თჰი ან სუანის მასპინძლობა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე X-ზე წერს.

როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, გაფართოებული ფორმატის შეხვედრაზე განიხილეს ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერების შესაძლებლობები.

„ჩემთვის დიდი პატივია საქართველოში პირველი ოფიციალური ვიზიტით მყოფი ვიეტნამის ვიცე-პრეზიდენტის, ვო თჰი ან სუანის მასპინძლობა. გაფართოებული ფორმატის შეხვედრაზე განვიხილეთ ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერების შესაძლებლობები და კიდევ ერთხელ დავადასტურეთ მზადყოფნა საქართველოსა და ვიეტნამს შორის ორმხრივი პარტნიორობის შემდგომი გაღრმავებისთვის“, – აღნიშნავს პრემიერი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×