რეზონანსი
12.10.2026

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე პრემიერ - მინისტრის ინიციატივას, პენსიების ზრდასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ეხმიანება და აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილების მნიშვნელობა მხოლოდ პენსიის ოდენობის მატებით არ უნდა შეფასდეს. მისი თქმით, ამ ინიციატივის მთავარი ასპექტი ხელისუფლების მზაობაა, მოუსმინოს საზოგადოებას და გაითვალისწინოს მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვანი საკითხები.

„მე თუ მკითხავთ, იმაზე უფრო მნიშვნელოვანი ინიციატივაა სოციალური, პოლიტიკური თუ ეკონომიკური კუთხით, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს.

იმიტომ, რომ აქ წამყვანი და მთავარი არის მთავრობის უნარი და სურვილი მოუსმინოს ხალხს, თუნდაც კრიტიკულ თემებზე. ხოლო, პენსიების ოდენობის საკითხი იყო ერთ-ერთი ასეთი. თუ რამდენით მოიმატა - მოიმატა იმდენად, რამდენადაც სახელმწიფოს ეს შეეძლო არსებული რეალობიდან გამომდინარე“, - წერს ანჯაფარიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×