რეზონანსი
12.10.2026

სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს! სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა პენსიონერების მხარდასაჭერად! ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია კანონით გათვალისწინებული 20 ლარის სანაცვლოდ 45 ლარით გაიზრდება და 1 იანვრიდან 70 წლამდე ასაკის პენსიონერთა პენსია 415 ლარს მიაღწევს, - წერს ანალიტიკოსი, ლადო სადღობელაშვილი სოციალურ ქსელში.

სადღობელაშვილი ასევე  აღნიშნავს, რომ პრემიერისა და ხელისუფლების მთავარი საზრუნავი თითოეული მოქალაქის კეთილდღეობაა. მისივე თქმით, მაშინ, როდესაც რადიკალური ოპოზიცია უსაქმურ, უინიციატივო და ცარიელ დღის წესრიგზეა გადასული, ხელისუფლება მშვიდად, თანმიმდევრულად და საქმით პასუხობს მოსახლეობის საჭიროებებს.

„სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს! სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა პენსიონერების მხარდასაჭერად! ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია კანონით გათვალისწინებული 20 ლარის სანაცვლოდ 45 ლარით გაიზრდება და 1 იანვრიდან 70 წლამდე ასაკის პენსიონერთა პენსია 415 ლარს მიაღწევს!

- 45 ლარი, შესაძლოა, აბსოლუტურ ციფრში დიდი არ ჩანდეს, მაგრამ არსებული პენსიის სოლიდური პროცენტული ზრდაა (თითქმის 12%-იანი მატება), რაც რეალურად ამსუბუქებს პენსიონერის ყოველდღიურობას.

- ამასთანავე შეგახსენებთ რომ გაზრდილ პენსიასთან ერთად, პენსიონერები სარგებლობენ სხვა მნიშვნელოვანი შეღავათებითაც : მედიკამენტების სუბსიდირება/სპეციალური ფასები, მუნიციპალური ტრანსპორტის შეღავათები, უფასო/სუბსიდირებული სამედიცინო მომსახურება და სხვა… 

ეს არის ხალხზე ორიენტირებული პოლიტიკის რეალური მაგალითი. პრემიერისა და ხელისუფლების მთავარი საზრუნავი თითოეული მოქალაქის კეთილდღეობაა. მაშინ, როდესაც რადიკალური ოპოზიცია სრულიად უსაქმურ, უინიციატივო და ცარიელ დღის წესრიგზეა გადასული, ხელისუფლება მშვიდად, თანმიმდევრულად და საქმით პასუხობს მოსახლეობის საჭიროებებს.

და ბოლოს არ შეიძლება არ აღინიშნოს მთავარი, როდესაც ვუყურებთ რეგიონის ქვეყნებს უკრაინასა თუ მოლდოვას, სადაც ზოგადად სოციალური ფონი და მათ შორის პენსიონერთა მდგომარეობა მძიმე კრიზისის ფონზე უდიდესი გამოწვევაა, კიდევ უფრო ნათლად ჩანს საქართველოს მთავრობის ქმედითობა და ქვეყნის სწორი მართვა!“ - წერს სადღობელაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×