რეზონანსი
12.10.2026

მთავრობის მიერ დაგეგმილი ბიუჯეტის შემცირების წინააღმდეგ ბელგიაში პროფკავშირები მეორე დღეა, საყოველთაო გაფიცვას აგრძელებენ, რის გამოც ქვეყნის საჯარო სექტორების უმეტესობა დაიხურა.

მედიის ცნობით, პროფკავშირების გაფიცვა 9 ოქტომბერს ბრიუსელში ათასობით მომიტინგის მიერ გამართულ მასობრივ პროტესტს მოჰყვა, რომელიც მცირე ჯგუფსა და პოლიციას შორის შეტაკებით დასრულდა.

სამთავრობო სექტორის თანამშრომლების პროტესტის გამო, რკინიგზის სერვისები, საზოგადოებრივი ტრანსპორტი, საზოგადოებრივი მაუწყებლობა და სკოლები შეფერხებით ფუნქციონირებს.

ცნობისთვის, ბელგიის პრემიერ-მინისტრის ოფისმა განაცხადა, რომ კოალიციური პარტნიორები ვერ მიაღწიეს შეთანხმებას ახალ ფედერალურ ბიუჯეტზე, რამაც პრემიერ-მინისტრი დე ვევერი აიძულა, პარლამენტში დაგეგმილი სახელმწიფოებრივი მოხსენება გაეუქმებინა. იქამდე კი, დე ვევერმა განაცხადა, რომ ქვეყანაში საჭიროა მტკივნეული საბიუჯეტო ზომები და ხარჯების შემცირება, რათა ვალის და საპროცენტო ხარჯების გაზრდის თავიდან აცილება მოხერხდეს.

ბელგიურმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბიუჯეტის შეთანხმება შესაძლოა, ოქტომბრის ბოლომდე ან ნოემბრის დასაწყისამდე გადაიდოს. ამასთან, ხანგრძლივმა ჩიხმა შესაძლოა, კოალიციის ერთიანობა დააზიანოს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×