რეზონანსი
12.10.2026

ვფიქრობ, ენერგეტიკულ საკითხებთან დაკავშირებული მოლაპარაკებების განახლება შეუძლებელია, ვიდრე ორივე მხარეს შორის ცეცხლის შეწყვეტის რეალური რეჟიმი არ დამყარდება, - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა.

„ბოლო 48 საათის განმავლობაში რუსეთის მხრიდან ენერგეტიკული ზავის არანაირი ნიშანი არ დამინახავს. ყველანი სერიოზულად უნდა მოვეკიდოთ საკითხს. დღეს ჩვენ არ გაგვაჩნია არანაირი ფაქტობრივი საფუძველი პოზიციის შესაცვლელად”, - აღნიშნა მაკრონმა.

მისი თქმით, რუსეთი აგრძელებს უკრაინაში როგორც მშვიდობიანი მოსახლეობის, ისე ინფრასტრუქტურის დაბომბვას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×