რეზონანსი
12.10.2026

ბატონ ჰერჩინსკის მინდა შევახსენო, რომ წაგებული არჩევნების შემდეგ „ოლე, ოლას“ არ მღერიან. ეს არის ჩემი გზავნილი მის მიმართ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე შეფასებით, კახეთში გამართულ ღონისძიებაზე ევროკავშირის ელჩის ქმედებები წარმოადგენს ვენის კონვენციის პირდაპირ დარღვევას.

„რა თქმა უნდა, არ ჯდება. ეს ქმედებები არის ვენის კონვენციის პირდაპირი დარღვევა. გარდა ამისა, ერთი გამონათქვამი მინდა გავიხსენო, რომ „ბრძოლის შემდეგ მუშტებს არ იქნევენ“. ასევე, ბატონ ჰერჩინსკის მინდა შევახსენო, რომ წაგებული არჩევნების შემდეგ „ოლე, ოლას“ არ მღერიან. ეს არის ჩემი გზავნილი მის მიმართ“, - განაცხადა კობახიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×