რეზონანსი
12.10.2026

60 ახალგაზრდა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფლებში ჩავიდა და იმ ოჯახებს დაეხმარა, ვინც მოსავლის აღებას საკუთარი ძალებით ვერ ახერხებდა. რთველში მოხალისეობის აქციამ უკვე კამპანიური ხასიათი მიიღო და მასში სხვადასხვა უნივერსიტეტების სტუდენტებიც ჩაერთნენ.

"ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარის, ვარლამ ლიპარტელიანის განცხადებით, მნიშვნელოვანია გლეხის შრომა დაფასებული იყოს.

"გლეხის შრომა არის უმნიშვნელოვანესი. მათი შრომა უნდა იყოს დაფასებული. ჩვენ, ახალგაზრდები მზად ვართ ხელი შევუწყოთ და დავეხმაროთ მათ არა მარტო რთველში, არამედ ყველა ნებისმიერ საქმეში", - განაცხადა ვარლამ ლიპარტელიანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×