რეზონანსი
11.10.2026

 ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმე­დის" პრო­დი­უ­სე­რი ნოე სუ­ლა­ბე­რი­ძე სა­პა­ტიო ლან­ჩხუ­თე­ლი გახ­და. ამის შე­სა­ხებ ინ­ფო­რა­ცი­ას თა­ვად ავ­რცე­ლებს.

"სა­პა­ტიო ლან­ჩხუ­თე­ლი გავ­ხდი დღეს! არ ვიცი ჩემ­თვის ამა­ზე მეტი მო­უ­ლოდ­ნე­ლი სი­ხა­რუ­ლი რა შე­იძ­ლე­ბო­და ყო­ფი­ლი­ყო! დღეს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ამა­ყი ვარ ჩემი გუ­რუ­ლი წი­ნაპ­რე­ბის, ბა­ბუ­ა­ჩე­მის - ნოე სუ­ლა­ბე­რი­ძის (რო­მელ­საც ვერ მო­ვეს­წა­რი), ჩემი მა­მის - საშა სუ­ლა­ბე­რი­ძის წი­ნა­შე, რო­მელ­მაც სა­დამ­დეც ამ წუ­თი­სო­ფელ­მა სა­შუ­ა­ლე­ბა მის­ცა, მო­ას­წრო, რომ ასე შემყვა­რე­ბო­და და შე­მე­სის­ხლხორ­ცე­ბი­ნა ჩემი ფეს­ვე­ბი, ჩემი კუ­თხე! სწო­რედ მისი გზის გაგ­რძე­ლე­ბას ვცდი­ლობ ჩემს შვი­ლებ­თან და ვგრძნობ გა­მომ­დის, რად­გან ლან­ჩხუ­თი და ჩემი სო­ფე­ლი ჩი­ბა­თი ჩემს შვი­ლებს ჩემ­ზე არა­ნაკ­ლე­ბად უყ­ვართ უკვე მად­ლი­ე­რი ვარ ლან­ჩხუ­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მე­რის - ალექ­სან­დრე სა­რიშ­ვი­ლის და ყვე­ლა იმ ადა­მი­ა­ნის, ვინც ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მად­ლო­ბა ჩემს ლან­ჩხუ­თე­ლებს, ასე­თი და­უ­ვი­წყა­რი სიყ­ვა­რუ­ლის­თვის, რაც დღეს ვიგ­რძე­ნი და მი­ვი­ღე" - წერს ნოე სუ­ლა­ბე­რი­ძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×