რეზონანსი
11.10.2026

 ჩვენს სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რივ აზ­როვ­ნე­ბა­ში დღეს მკა­ფი­ოდ იკ­ვე­თე­ბა 7 მა­რა­დი­უ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბა, ღმერ­თი, სამ­შობ­ლო, ადა­მი­ა­ნი, მა­მუ­ლი, ენა, სარ­წმუ­ნო­ე­ბა და ოჯა­ხი , - ამის შე­სა­ხებ პრე­ზი­დენ­ტმა, მი­ხე­ილ ყა­ვე­ლაშ­ვილ­მა სა­ერ­თა­შო­რი­სო სიმ­პო­ზი­უმ­ზე, ღმერ­თი, სამ­შობ­ლო, ადა­მი­ა­ნი" სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, სწო­რედ ეს შვი­დი სიმ­ბო­ლო წარ­მო­ად­გენს პი­როვ­ნე­ბის გან­სა­ზღვრის ფუნ­და­მენტს.

"დღეს, რო­დე­საც თა­ნა­მედ­რო­ვე მსოფ­ლიო ღი­რე­ბუ­ლე­ბი­თი კრი­ზი­სი­სა და გე­ო­პო­ლი­ტი­კუ­რი რყე­ვე­ბის წი­ნა­შე დგას, ჩვე­ნი ვა­ლია დავ­სვათ ფუნ­და­მენ­ტუ­რი კი­თხვა - რა სა­ფუძ­ველ­ზე უნდა იდ­გეს ქარ­თუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო, სა­ზო­გა­დო­ე­ბა და თა­ვად ადა­მი­ა­ნი?

ჩვენს სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რივ აზ­როვ­ნე­ბა­ში დღეს სრულ­ყო­ფი­ლად იკვრე­ბა 7 მა­რა­დი­უ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბა, ღმერ­თი, სამ­შობ­ლო, ადა­მი­ა­ნი, მა­მუ­ლი, ენა, სარ­წმუ­ნო­ე­ბა და ოჯა­ხი.

ეს შვიდ-კომ­პო­ნენ­ტი­ა­ნი უნი­კა­ლუ­რი ფორ­მუ­ლა, რო­მე­ლიც წმინ­და ილია მარ­თლის XIX სა­უ­კუ­ნის ეროვ­ნულ ტრი­ა­და­სა და უწ­მინ­დე­სი ილია II-ის სუ­ლი­ერ მემ­კვიდ­რე­ო­ბას ეფუძ­ნე­ბა, სცდე­ბა დრო­ით და სივ­რცით სა­ზღვრებს და ორ­გა­ნუ­ლად აერ­თი­ა­ნებს ქარ­თუ­ლი ეროვ­ნუ­ლი აზ­როვ­ნე­ბის მრა­ვალ­სა­უ­კუ­ნო­ვან ტრა­დი­ცი­ას. მათ შო­რის ქარ­თუ­ლი გო­ნი­სა და სუ­ლის ისეთ უზე­ნა­ეს მწვერ­ვა­ლებს, რო­გო­რე­ბი­ცაა შოთა რუს­თა­ვე­ლი­სა და ვაჟა-ფშა­ვე­ლას უკ­ვდა­ვი მემ­კვიდ­რე­ო­ბა.

სწო­რედ ეს შვი­დი სიმ­ბო­ლო წარ­მო­ად­გენს პი­როვ­ნე­ბის გან­სა­ზღვრად ფუნ­და­მენტს. და დღე­საც, რო­დე­საც გლო­ბა­ლი­ზა­ცი­ი­სა და ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტის ეპო­ქა ადა­მი­ა­ნის იდენ­ტო­ბის გა­უ­ფა­სუ­რე­ბას ცდი­ლობს, ეს მა­რა­დი­უ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი ჩვენს უმ­თავ­რეს, ეგ­ზის­ტენ­ცი­ა­ლურ ფა­რად გვევ­ლი­ნე­ბა.

ამ იდე­ა­ლე­ბით აღ­ზრდი­ლი ქარ­თვე­ლი ახალ­გაზ­რდო­ბა არის გა­რან­ტი იმი­სა, რომ ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბა იქ­ნე­ბა ბევ­რად უფრო და­ცუ­ლი, პროგ­რე­სუ­ლი, მო­რა­ლუ­რად მყა­რი და ემ­პა­თი­უ­რი", - გა­ნა­ცხა­და პრე­ზი­დენ­ტმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×