რეზონანსი
11.10.2026

ციხემ დაბლოკა დედაჩემის და იმ ორი ყველაზე ახლობლის ნომერი, ვისთანაც ვრეკავდი ყოველჯერზე. ბოლო ორი თვე ზარების გარეშე დამტოვეს, - ამის შესახებ პარლამენტთან მიმდინარე აქციების დროს დაკავებული რეზო კიკნაძის გზავნილშია ნათქვამი, რომელიც სოციალურ ქსელში ვრცელდება.

როგორც კიკნაძე წერს, აღნიშნულ შეზღუდვას პატიმარ გიორგი დავითაძისადმი მხარდამჭერ გზავნილს უკავშირებს.

„ციხემ დაბლოკა დედაჩემის და იმ ორი ყველაზე ახლობლის ნომერი, ვისთანაც ვრეკავდი ყოველჯერზე. ბოლო ორი თვე ზარების გარეშე დამტოვეს. მიზეზი არ ვიცი, სავარაუდოდ, „ვოისი“ რომ ჩავწერე დავითაძის მხარდასაჭერად, ეგ უნდა იყოს ამ უმსგავსობის სათავე. დედაჩემის ნომერს რას ერჩოდნენ? სულ გარეკეს, მგონი”,- წერს კიკნაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×