რეზონანსი
11.10.2026

ვფიქრობ, რუსეთს შეთანხმების მიღწევა სურს. ეს საკითხი არაერთხელ შეიძლებოდა გადაჭრილიყო, თუმცა, რა მიზეზითაც არ უნდა იყოს, ზელენსკის შეთანხმება არ სურს, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა.

მისი თქმით, გონივრული იქნებოდა, რომ უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეთანხმება ჯერ კიდევ ორი წლის წინ მიეღწია.

“თუ ძალთა თანაფარდობას შეხედავთ, დაინახავთ, რომ საუბარია მილიონობით მეტ ჯარისკაცზე ერთ მხარეს, ვიდრე მეორეზე. ვფიქრობ, გონივრული იქნებოდა, შეთანხმება ჯერ კიდევ ორი წლის წინ მიეღწია - ასე გაცილებით უკეთეს მდგომარეობაში იქნებოდა”, - აღნიშნა ტრამპმა.

მისი მტკიცებით, რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს ძალიან სურს შეთანხმების მიღწევა. კითხვაზე, : “რა გითხრათ პრეზიდენტმა პუტინმა ბოლო სატელეფონო საუბრისას?” - ტრამპმა უპასუხა :

“მას სურს, რომ საკითხი შეთანხმებით მოგვარდეს. პრეზიდენტ პუტინს ძალიან სურს შეთანხმების მიღწევა”.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×