რეზონანსი
11.10.2026

პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის უკრაინელი ხალხის მხარდაჭერა აქვს და გადაწყვეტილების მიღების უფლებაც სწორედ მათ აქვთ, - ასე ეხმაურება უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებას, რომ დროა, უკრაინას ახალი პრეზიდენტი ჰყავდეს.

პრეზიდენტი ზელენსკი ომის დროს უძღვება ჩვენს ერს - ომს დამოუკიდებლობის, თავისუფლებისა და ღირსებისთვის.

“მას უკრაინელი ხალხის მხარდაჭერა აქვს და გადაწყვეტილების მიღების უფლებაც სწორედ მათ აქვთ. საზღვარგარეთიდან გაკეთებული განცხადებები მხოლოდ ადასტურებს, რომ ის თავის საქმეს კარგად ასრულებს. ის მხარდაჭერას იმსახურებს”, - აღნიშნა სიბიგამ.

დონალდ ტრამპმა გუშინ განაცხადა, რომ “დროა, უკრაინას ახალი პრეზიდენტი ჰყავდეს”. მისი თქმით, ვოლოდიმირ ზელენსკის „მსოფლიოსთვის პრობლემების შექმნა სურს", რადგან რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმების ნებართვის გაცემას აგრძელებს.

„უმჯობესია, სასწრაფოდ შეწყვიტოს ეს", - განაცხადა ტრამპმა და დასძინა, რომ უკრაინამ „ახალი ლიდერი უნდა აირჩიოს, რომელსაც შეთანხმების მიღწევა შეუძლია".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×