
კომპანია „თბილღვინოს“ აღმასრულებელი დირექტორი რუსეთის მიერ მათი პროდუქციის დროებით აკრძალვაზე პირველ კომენტარს „ტვ პირველთან“ აკეთებს. ზურაბ მარგველაშვილი გამოგონილს უწოდებს რუსეთის მიერ დასახელებულ მიზეზს, რომ თითქოს ღვინის აკრძალვა ხარისხთან არის დაკავშირებული.
მარგველაშვილის განცხადებით, „თბილღვინო“ მაღალ სტანდარტს მსოფლიოს 30 ქვეყანაში აკმაყოფილებს.
„რაც წერია იქ, რა თქმა უნდა, მოგონილი მიზეზია, რომ რაღაც ხარისხთან დაკავშირებით ვერ ვაკმაყოფილებთ სტანდარტებს. ეს რაღაც 2000იან წლებს რომ აიკრძალა, უფრო იმას ჰგავს. ჩვენ მსოფლიოში 30-მდე ქვეყანაში ვყიდით და ყველაზე მაღალი დონის და მკაცრ სტანდარტებს ვაკმაყოფილებთ და არმგონია, რუსეთში მაგაზე მაღალი სტანდარტი იყოს.
გუშინ გაგვიზიარეს ეს ინფორმაცია ჩვენი ჩვემმა კოლეგებმა. ჩვენი, „თელიანი ველის“, „ასკანელის“, „ვაინმენის“, „ზედაზენის“, „კოკა-კალას“, „ნაბეღლავის“ პროდუქციაა აკრძალული“, - აცხადებს ზურაბ მარგველაშვილი.
რუსეთმა ქართული ღვინისა და მინერალური წყლის იმპორტი დროებით აკრძალა - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ფედერალური ზედამხედველობის სამსახურის წერილზე დაყრდნობით აქვეყნებს. აკრძალვა შეეხოთ შემდეგ კომპანიებს: „თელიანი ველი“; „თბილღვინო“; „ძმები ასკანელები“; „ვაინმენი“; „ქართული ლუდის კომპანია“; „კოკა-კოლა“; „ნაბეღლავი“.
დოკუმენტი 9 ოქტომბრითაა დათარიღებული და წერია, რომ „შემოღებულია დროებითი სანიტარული ღონისძიება რუსეთის ფედერაციაში საკვები პროდუქტების იმპორტისა და მიმოქცევის შეჩერების მიზნით“.
მათ მიერ გამოქვეყნებულ წერილში აღნიშნულია, რომ საბაჟო კავშირის ტექნიკური რეგლამენტის „სურსათის უვნებლობის შესახებ“ მე-5 მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, საკვები პროდუქტები, რომლებიც არ შეესაბამება ამ ტექნიკური რეგლამენტის ან საბაჟო კავშირის სხვა მოთხოვნებს, რომლებიც მათზე ვრცელდება, ექვემდებარება მიმოქცევიდან ამოღებას ეკონომიკური ოპერატორის მიერ დამოუკიდებლად ან საბაჟო კავშირის წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილი სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოების ბრძანებით: „თუ დადგინდება ამ წერილში მითითებული შესაბამისი საკვები პროდუქტების არსებობა, დაუყოვნებლივ უნდა მიიღოთ ზომები მათი მიმოქცევიდან ამოსაღებად“.