რეზონანსი
10.10.2026

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ დავით სონღულაშვილთან, მთავრობისა და პარლამენტის წევრებთან ერთად, გურჯაანის ღვინის ფესტივალს დაესწრო.

მთავრობის მეთაურმა მეღვინეობის, სამეწარმეო, ეთნო და გასტრონომიული სივრცეები დაათვალიერა. პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა გურჯაანის ღვინის ფესტივალის მნიშვნელობას ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის.

„ძალიან დიდი ინტერესია ამ ფესტივალის მიმართ. უამრავი ადამიანი ესწრება ღონისძიებებს, მათ შორის უცხოელებიც მრავლად არიან. ეს მნიშვნელოვანი ღონისძიებაა მთლიანად ჩვენი ქვეყნისთვის, რადგან ღვინო არის ჩვენი კულტურის, ჩვენი იდენტობის განუყოფელი ნაწილი და მისი პოპულარიზაცია ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გურჯაანის ღვინის ფესტივალი წელს უკვე მეათედ გაიმართა. მეათე საიუბილეო წელს ფესტივალის მთავარი თემა იყო „თანამედროვე მემკვიდრეობა“.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×