რეზონანსი
10.10.2026

რუსეთის სანიტარულმა სამსახურმა, „როსპოტრებნადზორმა“ რუსეთში ზოგიერთი სახეობის ქართული ალკოჰოლური სასმელებისა და მინერალური წყლის იმპორტი და რეალიზაცია აკრძალა.

დოკუმენტის თანახმად, ევრაზიის ეკონომიკური კომისიის საბჭოს გადაწყვეტილებით, შემოღებულ იქნა დროებითი სანიტარული ღონისძიება, რომლის მიხედვითაც შეჩერებულია ქვეყანაში იმ პროდუქტების იმპორტი და მიმოქცევა, რომლებიც არ აკმაყოფილებენ ორგანოლეპტიკური, ფიზიკურ-ქიმიური და უსაფრთხოების მაჩვენებლების დადგენილ მოთხოვნებს.

კერძოდ, აიკრძალა: ღვინო სს „თელიანი ველისგან“; ღვინო სს „თბილღვინოსგან“; ღვინო და კონიაკი შპს „ასკანელი ძმებისგან“; ღვინო შპს „ვაინმენისგან“; ლუდი სს „ქართული ლუდის კომპანიისგან“; გაზიანი გამაგრილებელი სასმელი „კოკა-კოლა“ საქართველოდან; მინერალური წყალი „ნაბეღლავი“ „ჯანმრთელი წყლისგან“. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×