რეზონანსი
10.10.2026

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მადლობა გადაუხადა რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს ორ ქვეყანას შორის ნავთობის შესახებ მიღწეული შეთანხმების გამო. როგორც ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნული გარიგების წყალობით აშშ-ში ნავთობის, კონკრეტულად კი დიზელის დიდი რაოდენობა შევა.

„ვფიქრობთ, გსმენიათ რუსეთთან მიღწეული ნავთობის გარიგების შესახებ. ეს დიდი გარიგებაა. ჩვენს ქვეყანაში ნავთობის უდიდესი რაოდენობა შემოვა. სიმართლე რომ გითხრათ, მსურს, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ პუტინს. ჩვენს ქვეყანაში დიდი რაოდენობით შემოვა ნავთობი და დიზელი, რომელიც ასე გვინდოდა“, - განაცხადა ტრამპმა.

ცნობისთვის ტრამპმა გუშინ განაცხადა, რომ პუტინთან სატელეფონო საუბრის შედეგად მხარეები შეთანხმდნენ, რომ რუსეთი დაუყოვნებლივ მიაწვდის ამერიკულ და გლობალურ ბაზარს 300 000 ტონაზე მეტ დიზელის საწვავს, კიდევ 500 000 ტონას ნოემბრის განმავლობაში, ხოლო ამის შემდეგ - 1 000 000 ტონას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×