რეზონანსი
09.10.2026

PSP-მ იტალიური ბრენდის Curasept-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა და საუკეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის აღიარება მიიღო. 

28-30 სექტემბერს, რომში, პირის ღრუს მოვლის იტალიური ბრენდის, Curasept-ის 25 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საერთაშორისო ღონისძიება გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში, 42 ქვეყნის წარმომადგენელს შორის, საუკეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის ჯილდო საქართველოს ფარმაცევტული ბაზრის ლიდერს, PSP-ს გადაეცა.

PSP-მ პირის ღრუს მოვლის იტალიური ბრენდი Curasept საქართველოს სამედიცინო და ფართო საზოგადოებას ხუთი წლის წინ გააცნო. ამ დროის განმავლობაში ბრენდი ქართულ ბაზარზე ერთ-ერთ პოპულარულ არჩევანად ჩამოყალიბდა. PSP-სა და Curasept-ის პარტნიორობა მომხმარებლებისთვის პირის ღრუს მოვლის თანამედროვე პროდუქტებისა და შესაბამისი ცოდნის ხელმისაწვდომობასთან ერთად, პროფესიული განათლებისა და გამოცდილების გაზიარების ხელშეწყობასაც ემსახურება. პარტნიორობის ფარგლებში ყოველწლიურად იმართება სხვადასხვა საგანმანათლებლო და შემეცნებით-გასართობი ღონისძიება სტომატოლოგების, პაროდონტოლოგებისა და იმპლანტოლოგებისთვის, რაც მათი პროფესიული განვითარებისა და ცოდნის გაღრმავების შესაძლებლობას ქმნის.

Curasept PSP-ს ექსკლუზიური პარტნიორი და ევროპაში პირის ღრუს მოვლის „ოქროს სტანდარტად“ აღიარებული იტალიური ბრენდია, რომელიც სპეციალიზირებულია როგორც პირის ღრუს ყოველდღიურ მოვლაზე, ასევე სამკურნალო მიმართულების განვითარებაზე. Curasept აწარმოებს პირის ღრუს ჰიგიენისა და მოვლის საშუალებების მრავალფეროვან ასორტიმენტს, რომელიც განკუთვნილია ჩვილებისთვის, ბავშვებისა და მოზარდებისთვის, ასევე ზრდასრულებისთვის, მათ შორის სპეციალური მოვლის საჭიროების მქონე პირებისთვის.

„პარტნიორი კომპანიების მხრიდან დაჯილდოება PSP-სთვის ახალი არ არის, თუმცა თითოეული ახალი აღიარება მეტ პასუხისმგებლობას გვმატებს და მოტივაციას გვაძლევს, რომ ქართული კომპანიის სახელი კიდევ უფრო მეტ საერთაშორისო მიღწევას დავუკავშიროთ“, - აცხადებენ PSP-ში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×