რეზონანსი
09.10.2026

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა ევროპელ ხალხში ბრიუსელის მმართველი კლასის მიმართ არსებულ დამოკიდებულებებზე ილაპარაკა.

მისი შეფასებით, ბრიუსელის ბიუროკრატია დღეს ევროპელი ხალხის ინტერესებს არ ემსახურება.

„ევროკავშირი ათწლეულები იდგა ღირებულებებსა და ფასეულობებზე, მისი ყველაზე ახლო მოკავშირე, რომელიც გვახსენდება, არის ამერიკის შეერთებული შტატები და დღეს [აშშ-ს] ევროკავშირთან ურთიერთობა არ უნდა. ორი წელია, კაია კალასმა, რომელიც ევროკავშირში საგარეო მიმართულებას ხელმძღვანელობს, ბატონ მარკო რუბიოსთან ერთწუთიანი შეხვედრაც კი ვერ დანიშნა, სერიოზული პრობლემა აქვთ.

ბრიუსელის დღევანდელი მმართველი კლასი ევროპელი ხალხის ინტერესებს არ ემსახურება. ევროპელი ხალხის დაკვეთა არ არის ულტრამემარცხენე ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის გავრცელება, ლგბტ პროპაგანდა, იაფ ენერგორესურსებზე უარის თქმა და ამით დეინდუსტრიალიზაციის გამოწვევა, უკონტროლო არალეგალური მიგრაცია, რომელმაც წალეკა ევროპა. ეს ევროპელი ხალხის დაკვეთა არ არის და ევროპელმა ხალხმა გამოიღვიძა - გერმანიამ, ისლანდიამ, საფრანგეთმა. ბევრ მაგალითს ვიხილავთ, სადაც ითხოვენ მმართველი კლასისგან, რომ გატარდეს მათი ინტერესები და დღეს ევროპელი ხალხის ინტერესი არ ტარდება. ეს არის გარედან მოხვეული, ე.წ. დიფ სთეითის - როგორც ბატონ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია უწოდებს იმ ძალებს, მიერ თავსმოხვეული პოლიტიკა, რომელსაც ატარებს დღევანდელი მმართველი კლასი, ეს არარჩეული ბიუროკრატები, რომლებიც დღეს არიან და ხვალ არ იქნებიან“, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×