რეზონანსი
09.10.2026

„უკვე შეგვიძლია დავაანონსოთ ოთხივე კურორტზე ზამთრის სეზონის გახსნის თარიღი და ეს იქნება 20 დეკემბერი. აღნიშნული დამსვენებლებს ვიზიტების, ხოლო ბიზნესის წარმომადგენლებს საქმიანობის წინასწარ დაგეგმვაში დაეხმარება“, - განაცხადა მთის ტრასების სააგენტოს (MTA) დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ლევან დარსალიამ.

მისი თქმით, გუდაურში 2026-2027 წლის სათხილამურო სეზონისთვის დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

„ვიზიტორებს გუდაურში წელს ახალი ინფრასტრუქტურა დახვდებათ. ამ ეტაპზე ორი ახალი ბიგელის ტიპის საბაგიროს სადგურები შენდება. ასევე, ველით სულ მალე მოძრავი ხალიჩის სამუშოების დაწყებას, პარალელურად ეწყობა ორი ახალი სასრიალო ტრასა და მიმდინარეობს მიწის სამუშაოები გათოვლიანების სისტემის მოსაწყობად“, - განაცხადა ლევან დარსალიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×