რეზონანსი
09.10.2026

სალომე ზურაბიშვილმა წარადგინა ყეინიშვილი, მისი კანდიდატი იყო და გადასარევად იცოდა მისი კორუმპირებულობის შესახებ, ზურაბიშვილს რა მოტივაცია ჰქონდა, ეს ადამიანი კანდიდატად რომ წარადგინა? გრძნობს ამაზე პასუხისმგებლობას? აღიარებს საკუთარ შეცდომას? - წერს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ანა წითლიძე სოციალურ ქსელში.

„სალომე ზურაბიშვილმა წარადგინა - მისი კანდიდატი იყო და გადასარევად იცოდა მისი კორუმპირებულობის შესახებ. ქოცებს ახლა რაში დასჭირდათ მის წინააღმდეგ საქმის აღძვრა, არ ვიცი, მაგრამ ზურაბიშვილს რა მოტივაცია ჰქონდა, ეს ადამიანი კანდიდატად რომ წარადგინა? გრძნობს ამაზე პასუხისმგებლობას? აღიარებს საკუთარ შეცდომას?“- წერს ანა წითლიძე.

როგორც ცნობილია, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად ნანა ყეინიშვილი პარლამენტს სალომე ზურაბიშვილმა წარუდგინა. როგორც თავად ზურაბიშვილმა განმარტა, ყეინიშვილი და ხომერიკი მანკიერი პროცესის ლუსტრაციისთვის წარადგინა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×