
ბრძოლა თეფშებით და მუშტი-კრივი რესტორანში - ერთმანეთს ფიზიკურად უამრავი ადამიანი დაუპირისპირდა. შემთხვევა "ხვანჭკარაში" რამდენიმე დღის წინ მოხდა, თუმცა კადრები სოციალურ ქსელში გუშინ ღამით გავრცელდა.
ვიდეოების გაშიფვრის შედეგად დგინდება, რომ ვითარება მას შემდეგ გახდა უკონტროლო, როცა სხვადასხვა სუფრის წევრებმა ერთმანეთზე გაიწიეს და რესტორნის ინვენტარი დალეწეს.
კადრებში ჩანს, რომ სტუმრები ისვრიან ყველაფერს, რაც ხელში მოხვდათ - შუშის ბოთლებსაც, თეფშებსაც, მაგიდებსაც და სკამებსაც - კაცები კი ერთმანეთს გამეტებით ურტყამენ. ვიდეოში ასახულია ქალების დაპირისპირებაც.
გარცელებული ინფორმაციით, თავდაპირველად რესტორანში დაპირისპირება სიმღერის გამო დაიწყო. უფრო მეტი დეტალის გასარკვევად "ტვ პირველის" გადამღები ჯგუფი დილიდან რესტორან "ხვანჭკარაში" მივიდა, თუმცა ადგილზე კითხვებს არ პასუხობენ.
მომხდარზე გამოძიება წვრილმანი ხულიგნობის მუხლით არის დაწყებული, თუმცა ამ ეტაპზე უცნობია, დააკავეს თუ არა ვინმე რესტორანში მომხდარზე.
"ტვ პირველი"