რეზონანსი
09.10.2026

მურთაზ ზოდელავას და ლაშა ბერიძის შემდეგ, შესაძლოა, დანაშაული 4 ოქტომბრის აქციის კიდევ ერთმა ორგანიზატორმა, პაატა ბურჭულაძემაც აღიაროს და პროკურატურას საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით მიმართოს.

თანაგუნდელების და ოპოზიციური პარტიების კრიტიკისგან განსხვავებით, "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ საპროცესო შეთანხმებაზე ხელის მოწერით გათავისუფლდებიან სასჯელისგან, რომელიც დამსახურებულად მიიღეს.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, დავით მათიკაშვილის თქმით, ვინც აღიარებს დანაშაულს, სახელმწიფო მის მიმართ ჰუმანური იქნება.

"მოსწყინდა ბატონ პაატას ციხეში ყოფნა და ახლა სურს ციხიდან გამოსვლა, მაგრამ თან თითქოს სახის შენარჩუნებაც უნდა თავისი ამ ოპოზიციური და რევოლუციური გაგებით.

ერთი არის ფაქტი, რომ ყველამ უნდა აღიაროს დანაშაული. დანაშაულის აღიარება იწვევს სახელმწიფოს მხრიდან მათდამი ჰუმანურ მოპყრობას. სახელმწიფოს მხრიდან იქნება ნაბიჯი მხოლოდ მას შემდეგ, როდესაც იქნება დანაშაული აღიარებული", - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×