რეზონანსი
08.10.2026

 აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ რუსეთ-უკრაინის ომს „ჩიხური მდგომარეობა" უწოდა.

ლისაბონში, პორტუგალიის საგარეო საქმეთა მინისტრთან პრესკონფერენციაზე საუბრისას რუბიომ აღნიშნა, რომ ადმინისტრაცია არ მიიჩნევს რომ შესაძლებელია კონფლიქტის სამხედრო გზით მოგვარება და აღნიშნა ესკალაციამ შესაძლოა სრულმასშტაბიანი რეგიონული ომი გამოიწვიოს.

"ჩიხები ძალიან საშიშია", - განაცხადა რუბიომ და აღნიშნა, რომ ადმინისტრაციის აზრით, ეს ომი მოლაპარაკებით უნდა დასრულდეს - რაც უფრო მალე, მით უკეთესი. მისი თქმით, სწორედ ესკალაციის რისკი უნდა იქცეს იმ ფაქტორად, რომელიც ორივე მხარეს მოლაპარაკებების მაგიდასთან მიიყვანს.

გამოცემა POLITICO აღნიშნავს, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ბოლო დროს გლობალურად დიზელის მაღალი ფასები უკრაინის მხრიდან რუსულ ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე მიტანილ იერიშებს დააბრალა და ვოლოდიმირ ზელენსკის თავდასხმების შეწყვეტისკენ მოუწოდა.

ტრამპის თქმით, საწვავის გაძვირებას სწორედ ის გადამამუშავებელი ქარხნები იწვევს, რომლებსაც უკრაინა რუსეთში ანადგურებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×