რეზონანსი
08.10.2026

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი, მეგი გოცირიძე, წინა ხელისუფლების მიერ ციხეში ნაწამები სულხან მოლაშვილის შესახებ წერს, რომ "ნარკოტიკებისგან ჩამპალი ღვიძლის დაშლით" გარდაიცვალა.

გოცირიძე ეხმიანება ოპოზიციონერ მომღერალ ირმა სოხაძესა და პატიმარ მიხეილ სააკაშვილს შორის დაწყებულ დაპირისპირებას და სოხაძეს "უტიფარ ქოცალას", მის მეუღლეს კი, რომელიც სულხან მოლაშვილის მოადგილის თანამდებობას იკავებდა, "ჩამპალ ნარკომანს" უწოდებს.

"უტიფარმა ქოცალა ლამაზმანმა გვიპასუხა: კი იყო ჩემი ქმარი ჩამპალი ნარკომანი, უკორუმპირებულესი მოლაშვილის მოადგილე (რომელიც ციხიდან გამოსვლიდან 7 წლის შემდეგ მოკვდა ნარკოტიკებისაგან ჩამპალი ღვიძლის დაშლით),  მაგრამ ჩემი ქმარი  სუფთა იყო და არ ყოფილა  დაჭერილიო.

პ.ს. არცა შალიკოს  სანქვირებულ რუსულ უბორნიაში მუშაობდი წლების მანძილზე პროპაგანდონებთან ერთად, არცა კონვერტირებულ რუსულ რუბლებს იღებდი ხელფასის სახით,  არცა საპროცესო ყოფილა  შენს სუფთასთან, ჩვენ გამოვიგონეთ, არცა  ჩემთან  გამოგიგზავნია კაცი ჩასაწყობად,  არცა კიბიდან დაგორებულა, მე გამოვიგონე , ქოცალ," - წერს მეგი გოცირიძე სოციალურ ქსელში. 

ცნობისთვის, 2004 წელს სულხან მოლაშვილმა მისი წამებისა და ღირსების შემლახველი მოპყრობის ფაქტზე მიმართა ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს, რომელმაც 2014 წელს დაადასტურა, რომ მოლაშვილი მართლაც იყო წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×