რეზონანსი
08.10.2026

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ცოტნე ანანიძე, ევროპარლამენტარ დანიუს ჟალიმასის განცხადებას - „უნდა ვაღიაროთ, რომ ევროპის პასუხი საქართველოში ავტორიტარიზმის განმტკიცებაზე, აქამდე არასაკმარისი იყო“ - სოციალურ ქსელში ეხმიანება და აცხადებს, რომ ამგვარი განცხადებები არის თვალთმაქცობა, რომ თითქოს, ჟალიმასი საქართველოზე დარდობს.

ანანიძის შეფასებით, სწორედ ამგვარი განცხადებებია “ნაყიდი ხელოვნური სუნთქვა ოპოზიციისთვის”.

„ამგვარი განცხადებები არის, “ნაყიდი ხელოვნური სუნთქვა ოპოზიციისთვის” და ლობისტური თვალთმაქცობა თითქოს დარდობს საქართველოზე“, - წერს ცოტნე ანანიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×