
ნატა ვიბლიანი ჩხვიმიანების ოჯახს პედოფილიაში, გაუპატიურებაში, ძალადობასა და მუქარაში ადანაშაულებს. მის გარდა, ნატა ვიბლიანი გაუპატიურებაში ბრალს კიდევ სამ თანასოფლელს სდებს.
არხი „სანდო წყარო“ რეპორტაჟში, რომელიც ნატა ვიბლიანისა და სვანეთში წლების წინ მომხდარი მოვლენების გარშემო განვითარებულ გახმაურებულ საქმეს შეეხება როდერ ჩხვიმიანი თავის პოზიციას პირველად აფიქსირებს. როგორც როდერ ჩხვიმიანი „სანდრო წყაროსთან“ ამბობს, ნატა ვიბლიანი საერთოდ არ უნახავს და საუბარია 1997 წლის ეპიზოდზე, რა დროსაც მისი მტკიცებით ჯარში მსახურობდა.
„გამომძიებელი როდესაც მოვიდა ჩემთან მითხრა, გაგიუპატიურებიაო, ისეთი ვარიანტი რაღაცა.. რას ლაპარაკობ მეთქი, მე საერთოდ არ მინახია. თან მერე გამახსენდა, რომ ეს ჯარის საბუთი მქონდა“, - ამბობს როდერ ჩხვიმიანი.
ის ჯარში 1996 წლის ივნისში წავიდა და 1997 წლის ივნისში დაბრუნდა უკან სვანეთში.
„1997 წლის ივნისში თუ დაბრუნდით, ესე იგი მაგ წლის 6 თვე სვანეთში, ჭუბერში გაატარეთ“, - აზუსტებს ჟურნალისტი.
ასევე საგულისხმოა, რომ ნატა ვიბლიანი კიდევ ასახელებს მალხაზ ჩხვიმიანს, რომელიც სოფლელების მტკიცებით ნატას მოზარდობის პერიოდში ციხეში იყო, ხოლო დაბრუნების დროს ვიბლიანების ოჯახი უკვე სამეგრელოში ცხოვრობდა.