რეზონანსი
07.10.2026

ჩვენ გვჯერა, რომ ევროპას შეუძლია გამოფხიზლდეს ხანგრძლივი ძილისგან და კვლავ ააგიზგიზოს ის ცეცხლი, რომელიც აქ ათასწლეულების წინ აინთო, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ, საბერძნეთის დედაქალაქ ათენში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მან იმედი გამოთქვა, რომ ევროპაში დაწყებული პროცესები, მთელი კონტინენტის მასშტაბით ცვლილებებს გამოიწვევს.

"ამის ნიშნები უკვე არსებობს. მთელი კონტინენტის მასშტაბით ჩვენ ვხედავთ პროცესს, რომელიც, ვიმედოვნებთ, თაობათა ცვლილების დასაწყისი იქნება: თავდაცვის სფეროში ხარჯების მკვეთრ ზრდას, ახალი პარტნიორობებისა და პროგრამების სიმრავლეს, ასევე წარმოების გაფართოებას, რაც ჰააგაში გასულ წელს აღებულ ისტორიულ თავდაცვით ვალდებულებებს მოჰყვა.

საბერძნეთი ამ ცვლილებების ეპიცენტრშია. ამ ქვეყნის მოსახლეობამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ არის ევროპისა და შეერთებული შტატების შეუცვლელი მეგობარი - იქნება ეს ენერგეტიკა, მიგრაცია თუ თავდაცვა, სადაც საბერძნეთი მოკავშირის საუკეთესო მაგალითს წარმოადგენს," - აღნიშნა მარკო რუბიომ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×