
ევროპარლამენტი ევროკავშირსა და წევრ ქვეყნებს მოუწოდებს, სანქციები დაუწესონ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს; პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს; პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილსა და თბილისის მერს, კახა კალაძეს. ამის შესახებ ევროპარლამენტის საქართველოსთან დაკავშირებული რეზოლუციის პროექტშია ნათქვამი, რომელზეც კენჭისყრაც მოგვიანებით გაიმართება.
ევროპარლამენტის რეზოლუცია „საქართველოში მმართველი პარტია “ქართული ოცნების” მიერ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობებს” უკავშირდება, კერძოდ:
“ვინაიდან, საქართველოში ვითარება სულ უფრო უარესდება, მეტი უკუსვლით დემოკრატიაში, მედიის თავისუფლებაში, ადამიანის უფლებებში და კანონის უზენაესობაში “ქართული ოცნების” მთავრობის ქმედებების გამო, რომლებიც სულ უფრო არ შეესაბამება საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებებს, მათ შორის კოპენჰაგენის კრიტერიუმებს;
ვინაიდან, 2025 წლის ნოემბერში “ქართული ოცნების” მიერ კონტროლირებადმა პარლამენტმა ოპოზიციური პარტიების ასაკრძალად საკონსტიტუციო სარჩელი შეიტანა, მათ შორის “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის”, “კოალიცია ცვლილების” და “ძლიერი საქართველოს - ლელოს” აკრძალვის მოთხოვნით; “ფედერალისტები” მოგვიანებით დაამატეს სარჩელში, 2026 წლის სექტემბერში, დაემატა “საქართველოსთვის” - ერთადერთი ოპოზიციური პარტია , რაც ლეგიტიმურ პოლიტიკურ ოპოზიციას ანადგურებს;
ვინაიდან, ეს სასამართლო საქმეები “ქართული ოცნების” უფრო ფართო სტრატეგიის ნაწილია, რომლის მიზანიცაა პოლიტიკური პლურალიზმის განადგურებით საქართველოს ერთპარტიულ რეჟიმად ქცევა, რუსეთისა და ბელარუსის მოდელების მსგავსად, რაც კრემლის მიზანს ემსახურება, რომ საქართველო ევროპული და ევრო-ატლანტიკური სივრცის მიღმა დატოვოს;
ვინაიდან, მოსამართლეები საკონსტიტუციო სასამართლოში დაინიშნნენ 2026 წლის სექტემბერში, რამაც ეჭვები გააჩინა სასამართლო საქმეებში მათ დამოუკიდებლობაზე;
ვინაიდან, “კონრად ადენაუერისა” და “ფრიდრიხ ნეუმანის ფონდები” იძულებული გახდნენ დაეხურათ თბილისის ოფისები 2026 წლის სექტემბერში, მას შემდეგ რაც მთავრობამ უარყო “გრანტების შესახებ კანონი” ფარგლებში პროექტების დაფინანსების თაობაზე მათი განცხადებები;
ვინაიდან, მრავალი ჟურნალისტი იქნა დაპატიმრებული იმისთვის, რომ ინფორმაციას ავრცელებდნენ ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ ხელისუფლების მიერ განხორციელებულ რეპრესიებზე”, - ნათქვამია რეზოლუციის პროექტში.